6 მარტს, UFC 272-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს კოლბი კოვინგტონი და ხორხე მასვიდალი დაუპირისპირდებიან. ქვესაშუალო წონის კონტენდერები, ამ დაპირისპირებაში წაგებებით შემოდიან – ხორხე ბოლო 2 ბრძოლაში უსმანმა დაამარცხა, ასევე კამარუსთან დამარცხდა კოლბი კოვინგტონი. გარდა იმისა, რომ მოგება ორივეს სჭირდება, ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტიც, რომ კოვინგტონი და მასვიდალი წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ, თუმცა გარემოებების ცვლილებამ ისინი ერთმანეთის მტრებად ჩამოაყალიბა.
ESPN MMA-სთან ვრცელ ინტერვიუში მასვიდალმა კოლბის გაცნობა გაიხსენა:
“ერთი პერიოდი American Top Team-ის დარბაზში შემდეგი როლი მქონდა – ახალი მებრძოლებისთვის ერთგვარი გიდი ვიყავი, ვინც აცნობდა მათ დარბაზს, წესებს, ქალაქს და ა.შ. სწორედ აქ გავიცანი კოლბი და ძალიან დავახლოვდით… მოგვიანებით, მას შეყვარებული დაშორდა და სახლიდან გამოაგდო, American Top Team-ს მისთვის აღარ ჰქონდა ადგილი, იმ დროს მე კოკონატის სანაპიროზე ვცხოვრობდი, ორი საძინებელი მქონდა. თანაც იმ დროს კოლბის ხელი ჰქონდა მოტეხილი და შემოსავლის მიღებაც უჭირდა. ასე რომ მე იგი შევიფარე. იმ დროს მე უკვე პროფესიონალი მებრძოლი ვიყავი 25 ჩატარებული ბრძოლით, მქონდა შემოსავლები ასე რომ მას ჩემთან ვაცხოვრებდი და ვკვებავდი. იმ დროს იგი სულ სხვანაირი იყო, ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი. როცა ის გავიცანი, პროფესიონალური ბრძოლა არ ჰქონდა, მე კიდე სტრაიკფორსში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოდი. შეიძლება ითქვას, და ამას თავად კოლბიც ახსენებს ინტერვიუებში, რომ მე მისი მენტორი ვიყავი”