9 იანვარს, კამერუნში, აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება იწყება. ამიტომ პრემიერლიგის კლუბებს ბევრი აფრიკელი ფეხბურთელი დააკლდება. ამ მხრივ, ალბათ, ყველაზე რთულ დღეში ლივერპული ჩავარდება, რომელსაც მთავარი შემსრულებლები – სადიო მანე (სენეგალი) და მოჰამედ საკლაჰი (ეგვიპტე) გამოაკლდებიან.
მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა, არაერთხელ ისაუბრა არსებულ პრობლემაზე, თუმცა ამავდროულად ეტყობა პონტენციურ შემცვლელებსაც ათვალიერებდა. და აი, იპოვა კიდეც, პორტუს კოლუმბიელი შემეტვი, ლუის დიასი, რომელსაც კოლუმბიელ „კრიშტიანუ რონალდუსაც“ უწოდებენ.
მოგეხსენებათ, პორტუ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გახლდათ ლივერპულის მეტოქე. ეტყობა გერმანელ სპეციალისტს მაშინ მოუვიდა თვალში დიასი.
ეგ არის, დიასის სწრაფი გადაბირება იოლი საქმე არ იქნება, რადგან მასზე მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნიც ნადირობენ.