კომანის ამბავი – რამდენს ითხოვს, ვინ იხდის…

დიდი შანსია, რომ კინგსლი კომანმა ბაიერნი დატოვოს.

ამ მომენტისთვის, ფრანგი ფეხბურთელი რეკორდმაისტერს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, ამჟამინდელი ძალაში კი 2023 წლამდეა.

25 წლის ფეხბურთელს წელიწადში 20 მილიონის გამომუშავება სურს, ამჟამად კი 10-ს იღებს. მიუნხენური კლუბი მზადაა 13 გადაუხადოს, თუმცა ეს ფრანგისთვის საკმარისი არაა.

სიტუაციას ბარსელონა და ჩელსი აკვირდება, თუმცა ბარსამ 20 მილიონი როგორ უნდა გადაუხადოს, ძნელი წარმოსადგენია.

დავიდ ალაბასთან და ტონი კროოსთან ანალოგიური სიტუაცია იყო, ავსტრიელი რეალში უფასოდ წავიდა, გერმანელი კი, ამავე კლუბში – 25 მილიონად. კომანის ტრანსფერის ალბათობაც ძალიან მაღალია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *