კომანის გული

ბაიერნის შენტევმა კინგსლი კომანმა თავის ჯანმრთელობაზე ისაუბრა. სამი თვის წინ ხომ კომანსა გულზე ოპერაცია გაუკეთეს… ამის გამო ერთი თვე გამოტოვა.

„ბევრი ანალიზი გავიკეთეთ. ოპერაციის მერეც დამჭირდა ანალიზები და საერთოდ, ამ მხრივ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები. ხშირად უნდა მივაქციო ყურადღება. თუმცა ყველაფერი კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ, ხელი არ შემეშლება. მხოლოდ ყურადღებაა საჭირო“.

კომანი – 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან ერთადერთი გოლის ავტორი. კომანი 19 წლის იყო, როცა უკვე სამი ტოპ-ლიგის ჩემპიონი იყო: საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის.

Leave a comment

Your email address will not be published.