73 წლისა გარდაიცვალა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი, რომელსაც 34 წლის ასაკში მუხლის ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ანესთეზიოლოგს რაღაც შეეშალა და ის 39 წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
მისი ბიოლოგიური სიკვდილი წუხელ დაფიქსირდა საფრანგეთის ქალაქ ნიმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
ადამსი ამპლუით მცველი გახლდათ და 1972-76 წლებში საფრანგეთის ნაკრებში 22 შეხვედრა ჩაატარა. საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი ნიცაში გაატარა. ასევე თამაშობდა ნიმში, პარი სენ-ჟერმენში, ტულუზსა და შალონში.
ადამსი სენეგალის დედაქალაქ დაკარში დაიბადა. საფრანგეთში კი 10 წლისა წაიყვანეს.