18 სექტემებერს სტარტს აიღებს VTB LEAGUE-ს სუპერ თასი, რომელშიც მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს: მოსკოვის „ც.ს.კ.ა“, სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“, „ლოკომოტივი“ და „უნიქსი“.
პირველ სათამაშო დღეს თორნიკე შენგელიას „ც.ს.კ.ა“ „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერის – კონერ ფრენკამპის „ზენიტი“ „უნიქსს“.
ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში 19 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.
“ზენიტის“ პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუპერთასზე გუნდის შემადგენლობაში არ იქნება კონერ ფრენკამპი,რომელსაც ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეექმნა.
შეგახსენებთ, რომ კონერ ფრენკამპი 26 წლისაა (185 სმ). იგი 2018 წლის ნბა-ს დრაფტზე არცერთმა გუნდმა არ აირჩია. ამერიკელმა გამთამაშებელმა გადაწყვიტა კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა და 2018-19 წლები სეზონი ბულგარულ „ბეროეში“ გაატარა, 2019-20 წლების სეზონი ბერძნულ „რეტიმნო კინგსში“, ხოლო 2020-21 წლებში ესპანურ „მურსიაში“ ასპარეზობდა.
კონერმა „ზენიტთან“ კონტრაქტს ხელი ივნისში მოაწერა და მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში სანქტ პეტერბურგული გუნდის ღირსებას დაიცავს.