სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ კონერ ფრენკამპი ათამაშოს VTB LEAGUE-ზე და საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი დაარეგისტრირა გუნდის განაცხადში.
VTB LEAGUE-ში არსებული წესების მიხედვით გუნდს ტურნირის განაცხადში მხოლოდ 8 ლეგიონერის დარეგისტრირების უფლება აქვს, „ზენტის“ თავდაპირველი გადაწყვეტილებით კი კონერი ტოპ 8-ში ვერ მოხვდა.
სუპერ თასის ფინალის პირველივე წუთზე ტრავმა მიიღო სანკტ-პეტერბურგული გუნდის გამათამაშებელმა შაბაზ ნაპიერმა, რომელიც „ზენიტს“ ახალ წლამდე ვერ დაეხმარება, მის ნაცვლად კი VTB LEAGUE-ზე სწორედ კონერი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ფრენკამპი „ზენიტში“ ესპანური „მურსია“-დან გადავდა. შარშანდელ სეზონში საქართველოს ნაკრების ლეგიონერს საშუალოდ მატჩში 15.7 ქულა, 3.5 პასი და 2.2 მოხსნა ქონდა. კონერმა ACB LEAGUE-ს ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა რა მხოლოდ გიორგი შერმადინს (16.5 ქულა), ალექს ავრამოვიჩს (16.4 ქულა) და მელო ტრემბლს (16.4 ქულა).
„მურსია“- მდე ამერიკელი გამათამაშებელი ბერძნულ „რეტიმნოში“ თამაშობდა, ევროპული კარიერა კი ბულგარულ „ბეროე“-ში აქვს დაწყებული.