დღეს გაიმართა UFC 264-ის წინასაბრძოლო პრესკონფერენცია, სადაც გულშემატკივრებმა ძველი, კლასიკური, დაუნდობელი კონორ მაკგრეგორი იხილეს. თუ წინა ბრძოლის პრესკონფერენციაზე კონორმა დასტინს მისი ბრენდის სოუსები სთხოვა საჩუქრად, ამჯერად კონორმა ეს სოუსები მაგიდიდან გადაყარა. არც პრესკონფერენციის მსვლელობისას მალავდა კონორი პორიეს მიმართ ანტიპათიას, მან არაერთხელ გაუსვა ხაზი რომ დასტინს გაანადგურებდა. დასტინი კი საკმაოდ თავშეკავებულად, კვლავ კონორის მიმართ პატივისცემით პასუხობდა დასმულ შეკითხვებს. დაძაბულობამ პიკს პირისპირ დგომის დროს მიაღწია, როცა კონორმა თავი ვეღარ შეიკავა და დასტინს ფეხი მოუქნია.
იხილეთ სრული პრესკონფერენცია: