კონორის რეაქცია მარცხის შემდეგ – ირლანდიელი ერთ ფრაზას იმეორებდა [VIDEO]

კონორისა და დასტინის ტრილოგია მოულოდნელი სცენარით დასრულდა – კონორმა პირველი რაუნდის ბოლოს კოჭი მოიტეხა. რაუნდის ბოლო 5 წამში, მან დასტინის დარტყმებისგან თავდაცვა ვერ შეძლო, ასე რომ იყო შანსი ბრძოლის შედეგად ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება გამოეცხადებინათ, სწორედ ამიტომ კონორი ტრავმისა და ტკივილის მიუხედავად მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდებოდა – ბრძოლა ექიმის გადაწყვეტილებით დასრულებულად გამოცხადებულიყო. “ეს ექიმის მიერ გაჩერებული ბრძოლაა” – გაიძახოდა ოქტაგონზე მჯდარი კონორი მარცხის შემდეგ. საბოლოოდ ბრძოლა ექიმის გადაწყვეტილებით დასრულებულად გამოცხადდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *