კონორი ბრუნდება. თავდაპირველად, იგი როგორც მწვრთნელი, The Ultimate Fighter-ში მიიღებს მონაწილეობას. შოუს 31-ე სეზონში იგი და მაიკლ ჩენდლერი გაუძღვებიან ახალგაზრდა მებრძოლებით დაკომპლექტებულ გუნდებს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ჩენდლერი და კონორი ერთმანეთს ოქტაგონზეც დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დენა უაითმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჯერ-ჯერობით ლოკაცია და თარიღი გადაწყვეტილი არ არის. The Ultimate Fighter-ის სეზონი აგვისტოში დასრულდება, ბრძოლას კი აგვისტოს შემდეგ უნდა ველოდოთ.
McGREGOR vs CHANDLER IS CONFIRMED!!@TheNotoriousMMA and @MikeChandlerMMA will officially coach the next season of #TUF31! pic.twitter.com/effjf0Rg2M
— UFC (@ufc) February 4, 2023