კონორი და ნაყინი – სახალისო ვიდეო მაკგრეგორის ინსტაგრამიდან [VIDEO]

ირლანდიელ სუპერვარსკლავს, კონორ მაკგრეგორს სოც. ქსელში აქტიურობა ძალიან უყვარს. ახალი, მდიდრული ფოტოები, სხვა მებრძოლების გამოწვევები, ხმამაღალი განცხადებები და ა.შ. გარდა ამისა, კონორის ინსტაგრამზე ხანდახან უჩვეულო და ძალიან სასაცილო ვიდეობსაც გადავაწყდებით.

დღეს, მაკგრეგორმა ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც 9 ფოტო/ვიდეოსგან შედგებოდა – პირველი 8 საკმაოდ მოკრძალებული ფოტო გახლდათ – კონორი თავის რესტორანში იყო სტუმრად, ხოლო ბოლო, მე-9 ნამდვილად უჩვეულო, მოულოდნელი და ძალზედ სასაცილო – სავარაუდოდ არაფხიზელი კონორი, საწოლში ნაყინით ხელში ძალიან, ძალიან ბედნიერი ჩანს. იხილეთ ვიდეო:

Leave a comment

Your email address will not be published.