კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მესამე ბრძოლა 1 კვირაში, ლას ვეგასში გაიმართება. ირლანდიელი უკვე ადგილზე იმყოფება. კონორმა ვეგასში უზარმაზარი სახლი ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როცა UFC-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა. შესაბამისად იგი ნევადაში დიდ დროს ატარებს და ადგილობრივებსაც ძალიან უყვართ. ეს კიდევ ერთხელ გუშინ დამტკიცდა, როცა სავახშმოდ მისულ კონორს რესტორნის გარეთ გულშემატკივრების ამალა დახვდა. კონორი მათ თბილად მიესალმა და ინსტაგრამ ლაივიც ჩართო. მაკგრეგორმა ტერიტორიის დატოვება მხოლოდ პოლიციის დახმარების შემდეგ შეძლო.
კონორი ლას ვეგასში ძალიან უყვართ [VIDEO]
