კონორი სიჩქარის გადაჭარბებისა და სახიფათოდ ტარების გამო დააკავეს [VIDEO]

UFC-ს ირლანდიელი სუპერვარსკლავი, კონორ მაკგრეგორი თავისივე სამშობლოში დააკავეს – მიზეზად კი გადაჭარბებული სიჩქარე და ავტომობილის სახიფათოდ ტარება სახელდება.

მაკგრეგორი დასავლეთ დუბლინის ქუჩებში, საკუთარი 170.000€-იანი ბენტლით გადაადგილდებოდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კონორი საკმაოდ დიდი სიჩქარით გადაადგილდება და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ეკიპაჟი მისდევს და გაჩერებას სთხოვს, იგი გზას მაინც აგრძელებს.

მაკგრეგორი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გირაოს გადახდის შემდეგ კი გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, კონორი ჯერ კიდევ დგას საშიშროების წინაშე – მას ბრალად ავტომობილის სახიფათო ტარება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მებრძოლს ან 5000€-იანი ჯარიმა დაეკისრება ან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაძლოა ორივე სასჯელი ერთად.

იხილეთ ვიდეო:

Leave a comment

Your email address will not be published.