დამარცხებული კონორი არც ისე ხშირი სანახავია, მითუმეტეს რომ დანოკაუტებული. UFC-ში მისი დამარცხება მხოლოდ 3-მა მებრძოლმოა მოახერხა – ნეიტ დიაზმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა და დასტინ პორიემ. სწორედ ამ უკანასკნელმა აგემა კარიერაში პირველი ნოკაუტი მაკგრეგორს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა აქამდე უცნობი ვიდეომასალა კონორის გასახდელიდან, სადაც ჩანს, რომ კონორი საკმაოდ ემოციურად შეხვდა მარცხს. მაკგრეგორმა მარცხი ღირსეულად მიიღო, პორიეს გარჯა დაუფასა თუმცა მესამე ბრძოლის მოახლოვებასთან ერთად ეს ურთიერთპატივისცემა გაქრა და როგორც კონორი ამბობს, იგი დატინს ისე ბრუტალურად დაამარცხებს, რომ მისი საკაცით გაყვანა მოუწევთ. მაკგრეგორისა და პორიეს ტრილოგია 11 ივლისის დილას გაიმართება.
კონორმა დასტინთან მარცხის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
