კონორმა მისი და პორიეს ცოლის ჩათის ფოტო გამოაქვეყნა

კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მესამე ორთაბრძოლა ახლოვდება და დაძაბულობაც პიკს აღწევს. მეორე ბრძოლის კვირეულში კონორი და დასტინი ერთმანეთის მიმართ საკმაოდ დიდი პატივისცემით იყვნენ განსჭვალულები, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და კეთილგანწყობაც გაქრა. კონორმაც გადაწყვიტა ძველი ხასიათი დაებრუნებინა და შემდეგი გვამცნო რომ ცუდი ბიჭის ამპლუაში ბრუნდება.

ირლანდიელმა ცოტა ხნის წინ თვითერზე სქრინი გაავრცელა, სადაც ჩანს რომ დასტინ პორიეს ცოლი, ჯოლი პორიე მას შეტყობინების მოთხოვნას უგზავნის. რას წერს ჯოლი კონორს, ეს სქრინზე არ ჩანს, თუმცა ფაქტი ერთია – კონორმა დასტინის გაღიზიანება სცადა… 2014-ში მსგავსმა მიდგომებმა გაამართლა, ვნახოთ ტრილოგია როგორ დასრულდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *