UFC-ს მთავარი სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიესთან მიღებული ფეხის ტრავმის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ამ დროის მანძილზე მაკგრეგორი უსაქმოდ არ ყოფილა – იგი შეძლებისდაგვარად განაგრძობდა ვარჯიშს ტრენაჟორებითა და სიმძიმეებით. სწორედ ამის გამო, მან წონაში, კუნთური მასის ხარჯზე საგრძნობლად მოიმატა. როგორც მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტიდან ვიგებთ, მან 85 კგ-ს მიაღწია.
კონორი ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ნოკაუტით აქვს მოპოვება გამარჯვებული. კარიერის დასაწყსიში 65 კგ-ში ასპარეზობდა, მოგვიანებით რამდენჯერმე 70 და 77 კგ-ში იბრძოლა.