კონორ მაკგრეგორი იტალიელ დიჯეის თავს დაესხა

ირლანდიელი სუპერვარსკლავი, კონორ მაკგრეგორი კვლავ სკანდალში გაეხვა. გავრცელებული ინფორმაციით, მაკგრეგორი ცნობილ იტალიელ დიჯეისა და მომღერალს ფრანჩესკო ფაჩინეტის თავს დაესხა – სახეში დაარტყა და ცხვირი გაუტეხა. როგორც მუსიკოსი ამბობს, იგი და თავისი მეუღლე საღამოს კონორთან და მის საცოლესთან ერთად ატარებდა. როცა შუაღამით კონორმა და მისმა საცოლემ წასვლა გადწყვიტეს, კონორმა მოულოდნელად ფრანჩესკოს ხელი დაარტყა, თვითვმხილველებისა და დაცვის წევრების თვალწინ.

“ყოვლად უმიზეზოდ, მან სახეში დამარტყა, კიდევ კარგი მასთან ახლოს მე ვიყავი, თორემ შეიძლებოდა ეს დარტყმა ჩემს მეუღლეს ან სხვა ადამიანს მოხვედროდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისთვის მეჩივლა. იგი მოძალადე და სახიფათო ადამიანია” – ამბობს დაზარალებული მუსიკოსი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *