კონტავეიტის და რუუდის მოგებათა სერია გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის მე-9 ჩოგანმა ანეტ კონტავეიტმა სანკტ-პეტერბურგის ტურნირის ფინალური მატჩში 5:7 7:6 7:5 სძლია მარია საკარის და კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო.

ესტონელი ჩოგბურთელი შეხვედრის სტარტზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და 5:2-ს იგებდა, თუმცა ამის შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი წააგო და მასთან ერთად პარტიაც 5:7.

მეორე სეტში ანეტი ბრეიკით ჩამორჩა ბერძენ ჩოგბურთელს, თუმცა ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, ხოლო შემდეგ პარტია ტაიბრეიკზე მოიგო.

მესამე, გადამწყვეტ სეტში საკარი მატჩზე აწვდიდა, თუმცა კონტავეიტმა ჯერ ეს საფრთხე მოიგერია, ხოლო შემდეგ კი მატჩიც მოიგო.

2021 წლის აგვისტოში ესტონელმა ჩოგბურთელმა მთავარ მწვრთნელად დიდმიტრი ტურსუნოვი დანიშნა, რის შემდეგაც ანეტმა 6 ტურნირის ფინალში მოახერხა გასვლა, საიდანაც 5 მოიგო.

დახურულ კორტებზე (დარბაზი) კონტავეიტმა ზედიზედ 20 მატჩი და 4 ტურნირი მოიგო (ოსტრავა, მოსკოვი, კლუჟ-ნაპოკა, პეტერბურგი).

ბოლოს მოგებათა ასეთი სერია ლეგენდარულ ჟუსტინ ენინს ქონდა 2007-10 წლებში.

მიღწეული წარმატებების ფონზე ესტონელი მსოფლიოს მე-6 ჩოგანი გახდა.

null

ბუენოს-აირესის ტურნირის ფინალში კასპერ რუუდმა მძიმე ბრძოლაში 5:7 6:2 6:3 სძლია მოქმედ ჩემპიონ დიეგო შვარცმანს და კარიერაში მე-7 ტიტული მოიგო.
კასპერის მიერ მოგებული 7 ტურნირიდან 6 თიხნარის საფარზეა. ნორვეგიელ ჩოგბურთელს გრუნტზე ზედიზედ 15 მატჩი და ბოლო 4 ტურნირი აქვს მოგებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *