კონტავეიტის ესტონური მატი

ანეტ კონტავეიტი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესტონელმა ჩოგბურთელმა 6:4 6:0 სძლია კაროლინა პლიშკოვას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

 

null

შეხვედრის სტარტი ჩეხ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა – იგი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და მესამე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ც მიიღო, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო.
ესტონელი დროულად გამოფხიზლდა – 4:4-დან ზედიზედ 8 გეიმი მოიგო და გაოგნებული დატოვა პლიშკოვა 6:4 6:0.

მატჩი 59 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ანეტის ანგარიშზე 6 ეისი, 3 ორმაგი და 4 ბრეიკი იყო. თავისმხრივ პლიშკოვამ 4 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა და 3 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

კონტავეიტმა 20 ვინერსი ჩააგდო და 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა, კაროლინას კი 9 ვინერსის წილ 18 უხეში შეცდომა მოუგროვდა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში გარბინია მუგურუზამ ურთულეს ბრძოლაში 2:6 6:3 6:4 სძლია ბარბორა კრეიჩკოვას და პლეიოფში გასვლის შანსი დაიტოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *