კონტემ ტოტენჰემი ჩაიბარა

ანტონიო კონტე ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა. ბრიტანელებმა იტალიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს.

კონტეს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს. მისი ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ფუნტი იქნება. შეგახსენებთ, რომ გამოცდილ სპეციალისტს ინგლისში აქამდეც უმუშავია. 2016-18 წლებში იგი ჩელსის დამრიგებელი იყო და გუნდთან ერთად პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგო.

რაც შეეხება ტოტენჰემის ამჟამინდელ მდგომარეობას, დეზები პრემიერლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილზე არიან და შემდეგ ტურში ევერტონს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა წინა ტურში მანჩესტერთან 0:3 წააგეს, რის შემდეგაც დეზთა მესვეურებმა ნუნუ ესპირიტუ გაანთავისუფლეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *