კონტეს გეგმები: სწავლა სიბერემდე…

 

ანტონიო კონტემ თავის გეგმებზე ისაუბრა. ინტერი იტალიის ჩემპიონი გახდა, მაგრამ კონტემ დატოვა პოსტი და ახლა დასვენებას აპირებს…

 

„არასასურველი წელიწადი მექნება. ასე დავარქმევდი: იძულებითი შემოქმედებითი არდადეგები. ვეცდები, ფეხბურთში კიდევ ვისწავლო და სხვადასხვა ტენდენციებს გავეცნო. ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია. დროით ვისარგებლებ, ოჯახთან დიდ დროს გავატარებ, ფეხბურთსაც ხშირად ვუყურებ და ბევრ სიახლეს გავიგებ, რაც მომავალში გამომადგება“ – წერს კონტეს სიტყვებს Football Italia.

 

კონტეს რეალს უკავშირებდნენ, თუმცა მადრიდელებმა სხვა იტალიელი მწვრთნელი ამჯობინეს: კარლო ანჩელოტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *