კონტეს სიტყვა…

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდში ახალი ფეხბურთელები მივლენ. თუმცა, მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე აიღებენ.

„შევეცდებით რაღაც ახალი მოვიფიქროთ. მაგრამ, კლუბის ფილოსოფიას არ უნდა ვუღალატოთ. ტოტენჰემი ახალგაზრდა ფეხბურთელებში აპირებს ინვესტიციის ჩადებას. შარშან უკვე გავაკეთეთ ასე, როცა ბენტანკური და კულუშევსკი მოვიწვიეთ.

I am committed to this club for another year' - Antonio Conte ready to stay at Tottenham beyond the summer - Eurosport

ტალანტები გვჭირდება, ოღონდ მისაღები ანაზღაურებით. ზუსტად ასეთ მოთამაშეების შეძენას ვაპირებთ“ – თქვა იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 16 მატჩის შემდეგ, ტოტენჰემი 30 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *