თუ სტეფანო პიოლი ზაფხულში მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მისი სავარაუდო შემცვლელები ანტონიო კონტე ან რობერტო დე ძერბი იქნებიან.
მაგრამ მზად არის თუ არა მილანი პიოლისთან დასამშვიდობებლად, რომელიც კლუბს 2019 წლის ოქტომბრიდან წვრთნის? გასულ სეზონში სპეციალისტმა გუნდს ბოლო 11 წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონობა პირველად მოაპოვებინა. მაგრამ მიმდინარე კამპანიაში მილანის საქმეები ცუდად მიდის: კლუბმა იტალიის სუპერთასი ინტერთან წააგო, საშინაო თასის 1/16 ფინალში ტორინოსთან გავარდა. ჩემპიონატში კი უკვე ზედიზედ ხუთი მატჩია ვეღარ მოუგია. შედეგად, სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა და 21 ტურის შემდეგ ლიდერ ნაპოლის უკვე 18 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, კონტე ამჟამად ტოტენჰემს წვრთნის, დე ძერბი კი – ბრაიტონს.