„ვიცი, რომ ტოპ-მწვრთნელი ვარ და დიდ ხელფასს ვიღებ“ – განაცხადა ანტონიო კონტემ და სხვადასხვა სამწვრთნელო თავისებურებებს შეეხო.
„ტოტენჰემში ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც დიდხნიან ხელშეკრულებებს აწერს ხელს. ეს არცთუ სამართლიანია. ვიცი, რომ ტოპ-მწვრთნელი ვარ და დიდი ხელფასი მაქვს, ამიტომაც მოკლევადიანი კონტრაქტი ჩემთვის პრობლემა არაა.
…მინდა, რომ ტოტენჰემის შედეგები გავაუმჯობესო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ძლიერ შემადგენლობასთან მაქვს საქმე.მასთან კლუბმაც უნდა იცოდეს, მე რა მსურს, რა აზრი მაქვს და რა მიზნები“.
კონტემ ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც გაამახვილა ყურადღება:
„როცა ფეხბურთელი ვიყავი, ვერ ვიტანდი მატყუარა მწვრთნელებს. მატყუებდა იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობა შემანარჩუნებინა მასთან. თუ ფეხბურთელებს პროგრესი სურთ, სიმართლეს უნდა მოუსმინონ. ზოგადად წაგების მერე უფრო ბევრი ისწავლება, ვიდრე მოგების მერე. ჩემს ფეხბურთლებს პირველ დღეს სწორედ ეს ვუთხარი, რომ მათთან გულწრფელი ვიქნები და სიმართლეს ვილაპარაკებ“ (The Guardian)