რა გაგრძელება მოჰყვა თომას ტუხელი-ანტონიო კონტეს ინციდენტს? როგორც იცით, ჩელსისა და ტოტენჰემის მწვრთნელები ორჯერ წაიჩხუბნენ. ჯერ გოლების ემოციურ აღნიშვნებზე, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ხელის ჩამორთმევაზე.
2:2 – დრამატული შეხვედრა და პლუს ასეთი ცხელი დასასრული. მსაჯმა ორივე გააძევა.
მუნდიალ-86-ის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად ცნობილი ტელეექსპერტი გარი ლინეკერი ირონიულად გამოეხმაურა მწვრთნელების ხელების ქნევას.
„არის შანსი, რომ ტუხელი-კონტეს ჩხუბი უსიკი VS ჯოშუას ანდერქარდში მოხვდეს?“
ლინეკერმა თან ალექსანდრ უსიკისა და ენტონი ჯოშუას დაპირისპირების აფიშა განათავსა Twitter-ზე. ისინი 20 აგვისტოს საუდის არაბეთში შეხვდებიან ერთმანეთს.
დღეს კი კონტემ სოციალურ ქსელში ტუხელის გამორბენის ფოტო გამოაქვეყნა – თუ როგორ ემოციურად აღნიშნა გერმანელმა რის ჯეიმსის გოლი. ტუხელმა კი დაუწერა:
„გაგიმართლა, რომ ვერ დაგინახე… თორემ შენი გაქრობა სრულიად დამსახურებული იქნებოდა“.
ისე ჩანდა, რომ ხუმრობაში გაატარეს ინციდენტი. მატჩის შემდეგაც ცოტა ჩამცხრალი იყო ემოციები:
კონტე: „ინციდენტი? არცთუ მნიშვნელოვანია. მთავარი ფეხბურთია. ყველაფერი რიგზეა. თუ რამე პრობლემაა, ჩემსა და ტუხელს შორის დარჩება. რა თქმა უნდა, პასსიურად ვერ ვიქნებოდი. როცა აგრესიას ვხედავ, აგრესიით ვპასუხობ. ბრწყინვალე მატჩი გამოდგა“.
ტუხელი: „აქამდე მეგონა, რომ ხელის ჩამორთმევისას ადამიანები ერთმანეთს თვალებსი უნდა უყურებდნენ. ის სხვანაირად ფიქრობს. ამ ინციდენტს ორი ფეხბურთელის შეტაკებას შევადარებდი, რომელთაგან არცერთი არ დაშავებულა. ეს პრემიერლიგაა, ორივე მწვრთნელი ბოლომდე ვიბრძოდით. ესაა და ეს, არაფერი სერიოზული“.