ჩელსის ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ ლონდონური კლუბის მესვეურები არასწორად იყენებენ ახალწვეული ვარსკვლავის, რომელუ ლუკაკუს შესაძლებლობებს.
„ვფიქრობ, ლუკაკუს გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია. ის მართლაც უმაღლესი დონის მოთამაშეა, თუმცა ასეთი ფეხბურთელი კარიერის ბოლომდე უნდა პროგრესირებდეს. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ბელგიელი მოედნის ყველა მონაკვეთში სახიფათოა მეტოქისათვის.
როცა ასეთი ცენტრფორვარდი გყავს, სწორად უნდა გამოიყენო. გასულ სეზონში არისტოკრატებს არ ჰყავდათ ასეთი დონის შემტევი და ამ პოზიციაზე როტაციას მიმართავდნენ. ახლა კი მგონია, რომ ბოლომდე ვერ გაიაზრეს, როგორ უნდა გამოიყენონ მისი შესაძლებლობები“, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.