კონტრაქტი 2023 წლამდე? 2023 ქაბაბი ფანებს…

განელმა შემტევმა კევინ-პრინს ბოატენგმა უჩვეულო აქცია მოაწყო. მან ბერლინის ჰერტასთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა და… 2023 ქაბაბი აჩუქა ჰერტას ფანებს.

თავისი ხარჯებით შეუკვეთა 30 ივლისისთვის და Hakiki Kiosk-ში ფანებს შეუძლიათ მიირთვან.  რატომ მაინცდამაინც 30 ივლისს? საქმე ისაა, რომ მეორე დღეს ბუნდესლიგა იწყება და ჰერტა აინტრახტს უმასპინძლებს.

კევინ-პრინს ბოატენგი 35 წლისაა. პროფესიული კარიერა სწორედ ჰერტაში დაიწყო, მერე კი ბევრი კლუბი გამოიცვალა, მათ შორის, მილანი (სადაც ჰქონდა კიდეც პიკი), ბარსელონა, ტოტენჰემი, შალკე… მისი ერთი გოლი განსაკუთრებულია, მილანის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ბარსას გაუტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.