კონტრაქტი 2028 წლამდე – რა წერს Gazzetta dello Sport

შეიძლება თამამად ითქვამს, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ამ სეზონში, ევროპული ფეხბურთის მთავარი აღმოჩენაა. La Gazzetta dello Sport-მა მის კონტრაქტზე დაწერა

“მხარეები შეთანხმდნენ, რომ სეზონის ბოლოს ახალ კონტრაქტზე ისაუბრებენ. ახლა ყველაფერი მარტივია – სკუდეტო  გზაშია. ველოდებით, რომ კვარას ხელფასი გაორმაგდება – 2,5 მილიონ ევრომდე და ის 2028 წლამდე გაგრძელდება.

ტექნიკურად ამის განხორციელება პირველი ივლისიდან შეიძლება და ნაპოლი ამ შანსის გაშვებას არ აპირებს. ამ სეზონში, ბონუსებთან ერთად, რომელშიც გოლები და საგოლე გადაცემები შედის, ხვიჩა მილიონ-ნახევარს გამოიმუშავებს,” – წერია გამოცემაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *