უეფას შტაბბინაში კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. დინამო ბათუმი სან მარინოს წარმომადგენელ ტრე პენეს შეხვდება, გორის დილას მეტოქე სლოვაკური ჟილინა იქნება, ხოლო გაგრა მონტენეგროულ სუტიესკას დაუპირისპირდება.
გორის დილა პირველ მატჩს სლოვაკეთში 8 ივლისს გამართავს, განმეორებით შეხვედრას კი 15 ივლისს თბილისში, პირველ მატჩს ბათუმელებიც 8 ივლისს გამართავენ, გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს ბათუმი არენაზე უმასპინძლებს, 15-ში კი სან მარინოში ითამაშებს, ასევე თბილისში და 8 ივლისს გამართავს პირველ შეხვედრას გაგრა, 1 კვირაში კი გუნდი მონტენეგროში იასპარეზებს.