კონჩიტა მარტინესი წლის საუკეთესო მწვრთნელია

WTA (ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია) აგრძელებს წლის საუკეთესოების დაჯოლდოვებას.

2021 წლის საჩოგბურთო სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – კონჩიტა მარტინესი გახდა, რომელიც გარბინია მუგურუზასთან მუშაობს. კონჩიტას გაწვრთნილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა წლია შემაჯამებელი ტურნირის მოგება მოახერხა და მსოფლიო რეიტინგის ტოპ-3-ში დაბრუნდა.

null

კარენ კრანცკეს სახელობის პრიზი ღირსეული ასპარეზობისთვის კარლა სუარეს ნავაროს გადაეცა. 2021 წელს კარლა დაბრუნდა WTA TOUR-ში ლიმფომის შემდეგ, ხოლო სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულა.

null

პიჩი კელმეიერის სახელობის პრიზი (გაწეული ქველმოქმედებისთვის) კრისტიან ანს გადაეცა.

null

წლის სხვა ლაურეატები:

წლის საუკეთესო ჩოგბურთელი – ეშლი ბარტი

ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – ბარბორა კრეიჩიკოვა

წლის ახალბედა – ემა რადუკანუ

წლის დაბრუნება – კარლა სუარეს ნავარო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *