კოპა ამერიკა 2021 დაიწყო. ბრაზილიის ნაკრებმა ბრაზილიაში ვენესუელას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში 23-ე წუთზე მარკინიოსმა გახსნა, 65-ზე ნეიმარმა პენალტი შეაგდო, 89-ე წუთზე კი გაბრიელ ბარბოსამ დაუსვა მატჩს წერტილი.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბრაზილია პერუს შეხვდება, ვენესუელა კი კოლუმბიას.