28 წლიანი ლოდინი დასრულდა. არგენტინის ნაკრებმა ტიტული მოიგო, ალბილესტე კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის ეროვნულ გუნდს მარაკანაზე შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე გავიდა. დე პაულის გადაცემის შემდეგ, ანხელ დი მარიამ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ლამაზი გოლი გაიტანა.
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა მეთხუთმეტედ მოიგო და ზედიზედ რამდენიმე წაგებული ფინალის შემდეგ, გულშემატკივრები უზომოდ გაახარა. ცალკე სათქმელია ლეო მესი, რომელზეც ბევრს ამბობდნენ, რომ სანაკრებო ტიტული არ აქვს, თუმცა საფეხბურთო გენიოსმა ეს პრობლემაც მოაგვარა.