მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაიერნის ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელმა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე თავი ცუდად იგრძნო, იზოლიაციაში გადავიდა და ბენფიკა 0:4 ბაიერნის შეხვედრას არ დაესწრო.
დღეს გაკეთებული ტესტის შედეგად დადგინდა, რომ ნაგელსმანს კორონავირუსი აქვს. 34 წლის სპეციალისტი იზოლაციაშია, გერმანიაში ცალკე რეისით დაბრუნდება და მკურნალობას მიუნხენში გააგრძელებს.
რაც შეეხება მის გუნდს, რეკორდმაისტერებმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ბენფიკა 4:0 დაამარცხეს და ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზე არიან. გარდა ამისა ბაიერნი ბუნდესლიგაშიც მშვენივრად გამოდის, გუნდი 8 ტურის შემდეგ 19 ქულით პირველ პოზიციაზეა.