ავსტრალიის ქალაქ პერთში, 28 აგვისტოს გასამართი ოთხი ერის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის გაუქმებულია. ამის მიზეზი, ორივე ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რის გამოც გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ ავსტრალიაში გამგზავრებაზე უარი თქვა. ასვე ეჭვს ქვეშაა ოლ ბლექსისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრების საიუბილეო მე-100 ტესტის გამართვა. ეს მატჩი დანიდინში უნდა გამართულიყო. სამხრეთაფრიკელებმა კივებს მატჩის ინგლისში, ლონდონის თვიქნემზე გადატანა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.
ერთი სიტყვით, პანდემიამ ოთხი ერის კალენდარი არია. ახლა, სანზაარმა ახალი კალენდარი უნდა შეიმუშავოს. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა მონაწილე გუნდებს შესთავაზა ოთხი ერის დარჩენილი შეხვედრები სამხრეთ აფრიკაში გაიმართოს. ამაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ სანზაარმა უნდა მიიღოს.