მანჩესტერ იუნაიტედში კოვიდ პრობლემებია. კვირას ვარჯიშამდე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა და პერსონალმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მათ კოვიდ 19 დაუდასტურდათ და უმალ იზოლაციაში გადაიყვანეს. დანარჩენმა მოთამაშეებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერმა რამდენიმე დღის წინ ნორვიჩს 1:0 მოუგო, იუნაიტედის ყველა ფეხბურთელმა კოვიდ 19-ზე ტესტი გაიარა და ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
მანჩესტერში არსებული კოვიდ სიტუაციის გამო, სამშაბათს ვოტფორდთან გასამართი მატჩი შესაძლოა ჩაიშალოს.
იუნაიტედი პრემიერლიგაში 27 ქულით მე-5 ადგილზეა და როგორც გითხარით მისი მომავალი მეტოქე ვოტფორდი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.