კორონა… ხორვატიის სერიოზული დანაკლისი

ხორვატია-ესპანეთი: კიდევ ერთი მაგარი მერვედფინალური წყვილი… ხორვატები დანაკლისს ვერ ასცდნენ, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანს. ივან პერიშიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა და 10 დღით იზოლირებულია. ასე რომ, ესპანელებთან ვერ ითამაშებს და თუ მისი გუნდი გავა, ვერც მეოთხედფინალში იქნება.

32 წლის პერიშიჩმა მიმდინარე ევროპაზე 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც დაამატა. ინტერის ნახევარმცველი დიდი ძალაა.

ამასთან, პერიშიჩი ხორვატიის ნაკრებს ყველა დროის ბომბარდირია, მხოლოდ დიდ ტურნირებს თუ ავიღებთ: 9 გოლი მოუგროვდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *