არსენალის თავკაცმა მიკელ არტეტამ, კვლავ დადებითი პასუხი მიიღო კორონატესტზე და თვითიზოლაციაში გადავიდა. ასე რომ, 1 იანვარს, ის სიტისთან პრემიერლიგის საშინაო მატჩს გამოტოვებს.
არტეტას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. 2020 წლის მარტში ის პირველი ადამიანი გახლდათ ინგლისურ ფეხბურთში, ვისაც ეს ვირუსი შეეყარა. ამას შემდეგ სხვა შემთხვევები მოჰყვა და პრემიერლიგა გაჩერდა.
ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ამჯერად არტეტას აცრებიც გაკეთებული ჰქონდა და ბუსტერის ვაქცინაც.