კორღალიძე საბურთალოში დაბრუნდა

საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან კორღალიძე დაბრუნდა. ინფორმაცია გუნდის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. კორღალიძეს საბურთალოში აქამდეც უმუშავია, ახალგაზრდა სპეციალისტი საბურთალოს 2020 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა და გუნდი წელს აპრილში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოს აქამდე ხვიჩა შუბითიძე წვრთნიდა და იგი გუნდიდან დღეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა. შუბითიძემ დედაქალაქური გუნდი სწორედ კორღალიძის წასვლის შემდეგ ჩაიბარა.

საბურთალო ეროვნულ ლიგაში 50 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამე ადგილოსან გორის დილას 6 ქულით ჩამორჩება. გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალშია, სადაც წილისყრამ მეტოქედ დინამო ბათუმი არგუნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *