კოსტა რიკამ ჯგუფში სიტუაცია დაძაბა

AL RAYYAN, QATAR - NOVEMBER 27: Keysher Fuller (C) of Costa Rica celebrates with teammates after a goal during the FIFA World Cup Qatar 2022 Group E match between Japan and Costa Rica at the Ahmed bin Ali Stadium in Al Rayyan, Qatar on November 27, 2022. (Photo by Serhat Cagdas/Anadolu Agency via Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. კოსტა რიკამ, რომელმაც პირველი შეხვედრა ესპანეთთან 0:7 წააგო, გერმანიის 2:1 მომგები იაპონია 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი არასასიამოვნო სანახავი იყო. ბურთს უმეტესად კოსტა რიკელები ფლობდნენ და საინტერესო თითქმის არაფერი მომხდარა. ბურთის ფლობაც მოკლე პასებში და წინ ნელა გადასვლაში გამოიხატებოდა. არა და ცხრილში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აქტიურობა სწორედ მათ უფრო მართებდათ.

მეორე ნახევარში იაპონია გააქტიურდა, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა. თითქოს ყველაფერი იაპონელთა სასარგებლოდ მიდიოდა, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყანას კეიშერ ფულერამ გაუტანა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იაპონიამ შეტევებზე ფიქრი და ერთხელ სახიფათოდაც დაარტყა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული.

ამ მოგებით კოსტა რიკამ E ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბა. სწორედ E ჯგუფში 3 გუნდს 3-3 ქულა აქვთ, დღეს ღამით კი ერთმანეთს გერმანიის და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ბევრი რამ.

მატჩის საუკეთესო

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ერთადერთი გოლის ავტორი ფეიშერ ფულერი შეგვიძლია დავასახელოთ. ვინ იცის რა მნიშვნელობის გოლი გაიტანა კოსტა რიკელმა.

იაპონია 0:1 კოსტა რიკა

გოლი: ფელერი (81).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *