გულშემატკივრები მიჩვეულნი არიან ვარსკვლავი ფეხბურთელების უძვირფასეს მანქანებსა და კერძო თვითმფრინავებს. უკვე კარგა ხანია ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მაგრამ რას წარმოიდგენდნენ თუ რაიმე კიდევ გაუკვირდებოდათ…
მაგრამ ძალიან იხალისეს, როცა ატლეტიკო მინეიროს ვარსკვლავი დიეგო კოშტა ახალი წლის დღეებში ქუჩაში ტრაქტორში ჩამჯდარი ნახეს ბავშვებთან ერთად. კოშტა მშვენიერ ხასიათზე ყოფილა და უცნაურ სატრანსპორტო საშუალებასაც სიამოვნებით მართავდა.
ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი შემტევი, 33 წლის კოშტა, სამშობლოში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და ატლეტიკო მინეიროს ბრაზილიის ჩემპიონობასა და თასის მოპოვებაში დაეხმარა.