კრესიმ კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო

ა.შ.შ-ს ქალაქ ნიუპორტში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში მაქსიმ კრესიმ 2:6 6:3 7:6 სძლია ალექსანდრ ბუბლიკს და კარიერაშ პირველი ტიტული მოიგო.

ბუბლიკმა პირველი სეტი უპრობლემოდ მოიგო 6:2, მეორე პარტიაშ კი 3:0 დაწინაურდა. ყაზახ ჩოგბურთელს ერთი ქულის მოგებაღა აკლდა, რათა ორბრეიკიანი უპირატესობით გასულიყო წინ, თუმცა მოულოდნელად ზედიზედ 6 გეიმი წააგო და მასთან ერთად სეტიც.

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში მაქსიმემ მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა სამედიცინო ტაიმაუტის აღების შემდეგ მაინც შეძლო მატჩის გაგრძელება და ტაიბრეიკზე საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

მიმდინარე სეზონში ამერიკელმა ჩოგბურთელმა მესამე ფინალი ითამაშა და პირველი ტურნირის მოგებაც შეძლო. ნიუპორტის ღია პირველობის მოგებით კრესი მსოფლიო რეიტინგში 33-ე საფეხურამდე აღზევდება, რაც მის კარიერაშ საუკეთესო შედეგი იქნება.

ფრანცისკო სერუნდოლომ ბაშტადის 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში 7:6 6:2 სძლია სებასტიან ბაეზს და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. 23 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონში გახდა მეცხრე ჩგბურთელი, რომელმაც ATP TOUR-ზე სადებიუტო ტურნირი მოიგო.

null

ტანასი კოკინაკისი – ადელაიდა

ალექსანდრ ბუბლიკი – მონპელიე

ფელიქს ოჟე-ალიასიმი – როტერდამი

პედრო მარტინესი – სანტიაგო

ჰოლგერ რუნე – მიუნხენი

სებასტიან ბაეზი – ეშტორილი

ტიმ ვან რეიტოვენი – ჰერტოგენბოსხი

მაქსიმე კრესი – ნიუპორტი

ფრანცისკო სერონდოლო – ბაშტადი

Leave a comment

Your email address will not be published.