UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეს მსუბუქ წონოსანს, დასტინ პორიეს, კარიერაში გარდამტეხი მომენტი უდგას. კონორ მაკგრეგორთან ორი დიდი გამარჯვების შემდეგ, ამერიკელმა სატიტულო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ დათმო. ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა პორიე საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა, თანაც ორივე მათგანში მახჩობელა ილეთით – პირველად ეს 2019 წელს, ხაბიბთან დაპირისპირებაში მოხდა.
პორიე UFC-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივედ მოიაზრება და ეს არაერთხელ დაამტკიცა. კონორის ორივე ბრძოლაში მან უმაღლესი დონის კრივი აჩვენა, ასევე დაჯაბნა დგომში ჩარლზ ოლივეირაც.
თვითერზე, პორიეს ფანმა ჰკითხა განიხილავდა თუ არა კრივში ძალების გამოცდას რაზეც პორიემ თვითირონიით უპასუხა: “კრივში სიამოვნებით წავალ, იქ ხომ მახრჩობელა ილეთები არაა.”
I'd love to, no rear naked chokes there https://t.co/ftkH9x3W6J
— The Diamond (@DustinPoirier) February 6, 2022
პორიეს ხილვა კრივის რინგზე მართლაც საინტერესო იქნება, თანაც ამერიკელი უკვე კარიერის ბოლოსკენაა გასული და კრივის ბრძოლაში აღებული დიდი ჰონორარი ნამდვილად არ აწყენდა.