NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ვაშინგტონმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მინესოტას” და მეტოქე 142-127 დაამრცხა.
ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება კრისტაფს პორჟინგისი.
“ვიზარდსის” ლატვიელმა ცენტრმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა – 31 წუთში 41 ქულა დააგროვა(კარიერის რეკორდი).
კრისტაფსმა თამაშიდან 18 ბურთი ესროლა, საიდანაც 12 ზუსტი იყო. ლატვიელი მაღალი პროცენტით ესროდა პერიმეტრიდან (10-დან 6), ხოლო საჯარიმოს ხაზიდან შეუცდომელი იყო – 11-დან 11.
პორჟინგისმა მისთვის სარეკორდო 41 ქულას ასევე მიამატა 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება.
“თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
მატჩის მიმდინარეობისას ისეთ სცენარსაც წარმოვიდგენდი, რომ 30 ქულას ვიგებდით და ბოლო მეოთხედში დავისვენებდი. მთლად ასეც არ გამოვიდა, მაგრამ კარგია რომ მოვიგეთ” – განაცხადა კრისტაფსმა მატჩის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეგულარულში “ვაშინგტონს” 11 მოგება და 10 წაგება გააჩნია. ამ მომენტისთვის “ვიზარდსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციას იკავებს.