კრისტიან ერიკსენი: 5 წუთით ეს სამყარო დავტოვე

ევრო 2020-ის მატჩისას, სადაც დანიის ნაკრები ფინეთის ეროვნულ გუნდს ხვდებოდა, კრისტიან ერიკსენის გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა და ამჟამად ბრენტფორდში თამაშობს.

დანიელმა ნახევარმცველმა BBC-სთან ინტერვიუში გულის შეტევის მომენტი და ის ფიქრები გაიხსენა, რაც მაშინ ჰქონდა.

“5 წუთით ეს სამყარო დავტოვე, გული გამიჩერდა, თუმცა 5 წუთის შემდეგ ამიმუშავდა. იმ წუთების გარდა ყველაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე ირგვლივ უამრავი ხალხი დამტრიალებდა თავს, მკერდზე დიდი წნევა ვიგრძენი. ექიმები ჩემთვის სუნთქვის აღდგენას ცდილობდნენ. 

იმ მომენტში არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვიფიქრე იქნებ ფეხზე მომივიდა რამე, ან ზურგი ვიტკინე. ვცდილობდი მიკრომოძრაობები გამეკეთებინა და გამეგო რაში იყო საქმე. 

საავადმყოფოში ვიღაცამ ვიღაცას ჰკითხა თუ რამდენ ხანს ვიყავი გათიშული და უპასუხეს, რომ 5 წუთი. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ ამ სამყაროში არ ვიყავი. 

არის თუ არა ეს სასწაული? რა თქმა უნდა”-განაცხადა ერიკსენმა.

Leave a comment

Your email address will not be published.