კრისტინა მლადენოვიჩმა და ივან დოდიგმა Australian open მოიგეს

კრისტინა მლადენოვიჩის და ივან დოდიგის ტანდემმა ავსტრალიის ღია პირველობის შერეულ წყვილთა თანრიგის ფინალში 6:3 6:4 დაამარცხა ჯეიმი ფურლისი/ჯეისონ კაბლერის დუეტი და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მატჩი უაღრესად დსაინტერესო და დაძაბული გამოდგა – ფრანგულ-ხორვატულმა წყვილმა 4 ეისი შეასრულა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 4 ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო. მათმა მეტოქეებმა 2 ეისის წილ ამდენივე ორმაგი შეცდომა და ბრეიკი შეასრულეს.

შეხვედრაში გადამწყვეტი 2-ით მეტი ბრეიკის შესრულება გამოდგა მლადენოვიჩ/დოდიგის წყვილის მხრიდან.

ავსტრალიის ღია პირვეობის მოგებამ ხორვატულ/ფრანგულ წყვილს 190 000 ავსტრალიური დოლარი მოუტანა, ხოლო ფინალისტებს 100 000.

ავსტრალიის ღია პირველობის იუნორ ქალთა წყვილთა თანრიგის ფინალში დიანა შნეიდერის და კლერვი ნგუნუს დუეტმა 6:4 6:3 სძლია კაილა კროსის და ვიქტორია მბოკოს დუეტს.

შეხვედრა 56 წუთს მიმდინარეობდა. შნაიდერ/ნგუნუს დუეტმა 2 ორმაგი დაუშვა და 4 ბრეიკი შეასრულა, მათმა მეტოქეებმა კი 9 ორმაგი შეცდომა დაუშვეს და მხოლოდ 2 ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლეს. შეხვედრა ჩაწოდებული ეისის გარეშე დასრულდა.

გამარჯვებულებმა 270 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს, ხოლო ფინალში დამარცხებულმა წყვილმა 180.

null

Leave a comment

Your email address will not be published.