კრის პოლის 19 პასი და “ფინიქსის” მეორმოცე გამარჯვება

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის ლიდერმა „ფინიქსმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „სან ანტონიოს“ და მეტოქე 115-110 დაამარცხდა. „სანზმა“ მეორმოცე გამარჯვება იზეიმა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა სატურნირო ცხრილში.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო აკლდა დეანდრე ეიტინი, ჯეი კრაუდერი და კამერონ პეინი, ხოლო სტუმრებს დერიკ ვაითი, დეჟანტე მარეი და ჯაკობ პოელტლი.

null

სამი მეოთხედის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მეოთხე პერიოდის სტარტზე კი დაგ მაკდერმოტის ზუსტი სროლების ფონზე „სპურსი“ 91-79 გაიქცა ანგარიშში.

„ფინიქსი“ დროულად გამოფხიზლდა – კრის პოლის შედეგიანი პასების წყალობით კემ ჯონსონმა და დევინ ბუკერმა „ამოავსეს“ მეტოქის კალათი და 14-0 გაქცევა მოაწყვეს.

უკანასკნელი 2 წუთის წინ „სან ანტონიო“ 2 ქულას იგებდა, თუმცა ბუკერმა ზედიზედ ორი სამქულიანი „ჩაუსვა“ მეტოქეს და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა 115-110.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კრის პოლი გახდა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა და 19 შედეგიანი გადაცემა იყო.
CP3 კარიერაში მე-11-ედ აირჩიეს ყველა ვარსკვლავთა მატჩში სათამაშოდ.

‘სპურსის“ რიგებიდან 24 ქულა ქონდა დაგ მაკდერმოტს, 22 – ლენი ვოკერს (სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა).

null

შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე „ფინიქსის“ რიგებში შემოვიდა ფორვარდი იშ ვაინრაიტი. იგი ბეილორის კოლეჯში ერთნაირი წარმატებით თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს და კალათბურთს, თუმცა საბოლოოდ არჩევანი კალათბურთზე გააკეთა.

იშმა 10 ქულა ჩააგდო, ზუსტად ესროლა 2 სამქულიანი, 2 მოხსნა მიითვალა და ორჯერ დააფარა მეტოქეებს.

Leave a comment

Your email address will not be published.