კრიშტიანუ დაბრუნდა

იუვენტუსის მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, თანაგუნდელებთან ერთად, შვებულების შემდეგ, კლუბის განკარგულებაში დაბრუნდა. მასთან ერთად 26 ივლისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს აარონ რემზიმ, მატეის დე ლიხტმა,  ადრიენ რაბიომ და დეიან კულუსევსკიმ – წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

No description available.

უახლოეს ხანში 36 წლის პორტუგალიელი ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება. ცოტა ხნის წინათ, იუვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, განაცხადა, რომ მომავალ სეზონს რონალდუ აუცილებლად ტურინში გაატარებს.

No description available.

იუვენტუსის ხელმძღვანელობას სურს, რონალდუს ხელშეკრულება 2023 წლამდე გაუფორმოს. იმ პირობით, რომ ჯამაგირის დაკლებას დათანხმდება. ანუ, წელიწადში 31 მილიონი ევროს ნაცვლად, 20 მილიონზე იქნება ყაბულს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *