კრიშტიანუ რონალდუმ თავისი 13 წლისწინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა – ზედიზედ 6 მატჩში გოლი აღარ გაუტანია. ასეთი რამ ბოლოს 2009 წლის სეზონის მიწურულს მოხდა. მაშინაც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა და შემდეგ სეზონში მადრიდის რეალში გადავიდა.
გასულ შაბათს, საუთჰემპტონთან პრემიერლიგის მატჩში (1:1), პორტუგალიელს კარგი შანსი მიეცა, უგოლო სერია დაესრულებინა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ეს უკვე ფსიქოლოგიური პრობლემააო – ამბობენ ბრიტანელი ფეხბურთზე მწერლები.
კვირას, საუთჰემპტონთან თამაშის მეორე დღეს, გუნდი ისვენებდა. კრიშტიანუ კი მანჩესტერის კარინგტონის საწვრთნელ ბაზაზე დილით, 9 საათსა და 20 წუთზე გამოჩნდა და იქიდან 14 საათსა 20 წუთზე გამოვიდა. მთელი ხუთი საათის განმავლობში მარტო ვარჯიშობდა…