პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ლეგენდარულ პელეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„მეფეო, შენ კარგად უნდა იყო. მალე გამოჯანმრთელდი და ოჯახს დაუბრუნდი. მხოლოდ ესაა, რაც ყველას გვინდა“, – დაწერა რონალდუმ.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 82 წლის პელე სან-პაულუს ჰოსპიტალში მოხვდა. მისი ორგანიზმი ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს და პალიატიურ დახმარებას უწევენო. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა უარყვეს ინფორმაცია. ექიმებმა კი დასძინეს, „ფეხბურთის მეფის“ მდგომარეობა გაუმჯობესდაო.
პელეს თანადგომა ყატარში მყოფმა კილიან მბაპემ და ჰარი კეინმაც გამოუცხადეს.