კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება $250 მლნ-ით გაიზარდა

1 თვის წინ ამ განცხადებამ უამრავი საფეხბურთო ფანის გული გაახარა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მოხარულია, გაცნობოთ, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმება მიღწეულ იქნა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით, ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა“.

36 წლის პორტუგალიელმა „ეშმაკუნებთან“ 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. ტრანსფერი 21,4 მილიონი ფუნტი დაჯდა. მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ფუნტი იქნება. ტრანსფერის ოფიციალურად დახურვის შემდეგ კლუბის სოციალური მედიის არხები საოცარი სისწრაფით იზრდება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება კი $250 მლნ-ით გაიზარდა. გუნდმა, ასევე, ამ დღეებში გაყიდვების რეკორდი გააუმჯობესა და რონალდუს მაისურების რეკორდული რაოდენობის რეალიზება მოახდინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *